About this Event
Tango Academy invite you to a Milonga (Argentine tango evening)
On July 3, from 8:00pm to 11:00pm.
Address: 11 a G. Leonidze Str.
DJ: Iakof Shonsky
Entrance fee: 10 GEL.
Looking forward to seeing you!
ტანგო აკადემია გეპატიჟებათ მილონგაზე (არგენტინული ტანგოს საღამო)
3 ივლისს , საღამოს 8–დან 11 საათამდე.
მისამართი: გ. ლეონიძის 11 ა
სასიამოვნო გარემო და ბევრი ტანგო!
DJ: Iakof Shonsky
დასწრების საფასური: 10 ლარი.
გელოდებით
დახურული მილონგა მხოლოდ ღონისძიებაზე მოწვეულთათვის 🥰🥰🥰🥰🥰
აქვე გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევა/თხოვნა რომ ზედმეტი შეკითხვების და ნერვიულობისგან დავიცვათ ერთმანეთი:
1- ტანგოს გაკვეთილებზე და საღამოზე მოსვლისგან თავი შეიკავოს თუ ვინმეს აქვს სურდო, გრიპის და გაციების დამახასიათებელი ნიშნები. ტანგოსგან ასევე თავი შეიკავონ უცხოეთიდან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩამოსულმა და/ან მათთან კონტაქტში მყოფმა ადამიანებმა. საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით უცხოეთის ნებისმიერი (!) ქვეყნიდან ჩამოსულებმა გთხოვთ, დაიცვათ თვითოზოლაციის / კარანტინის ორკვირიანი ვადა.
2 - ტანგოღონისძიებებზე (გაკვეთილი, პრაქტიკა, მილონგა, ტანგოკინოსეანსი ) მოსულებმა მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოების და ჰიგიენის წესები. სტუდიის შემოსასვლელში დევს სანიტაიზერი და უმორჩილესად გთხოვთ, შემოსვლისას ხელების დეზიფექცია ჩაიტაროთ. ( P.S ასევე , საჭიროების შემთხვევაში, ბარში დევს პირის ღრუს სადეზინფექციო საშუალება თაფლის არაყის სახით და შეგიძლიათ გამოიყენოთ გონივრულ ფარგლებში ) 😆😆
3- უსაფრთხოების მიზნით, ტანგოსაღამოები ამ ეტაპზე იქნება დახურული და ჩატარდება სტუდიაში, მხოლოდ მათთვის ვინც მოწვეული იქნება მილონგაზე. გთხოვთ, იზრუნოთ ჩვენი ტანგოოჯახის უსაფრთხოებაზე და ნუ მოიყვანთ უცხოელ თუ ადგილობრივ სტუმრებს. სტუმრებსაც ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ ამ თხოვნას
ტანგოაკადემიის ეს თხოვნა ეხება ყველას, ვინც ტანგოღონისძიებებზე აპირებს სიარულს!!!!
ტანგოს თქვენ უყვარხართ ❤️❤️❤️❤️
Dance Styles
Tango (100%)
Organizer
I
Iakof Shonsky
T
Tango Academy / ტანგო აკადემია
N
